სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.

11:00-დან 18:00 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანს, ხოლო 13:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებს საკირე, ტაძრისი, დგვარი, დვირი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |