სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ვალეში.

12:00-დან 18:00 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებს ყვიბისი, ახალდაბა, რველი, ზანავი.

11:30-დან 19:00 საათამდე - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს ძველი, ჭობარეთი, ღობიეთი და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 14:00 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს კუმურდო, ჩანდურა, მურჯახეთი, ქ. ახალქალაქის გარეუბნებს.

16:30-დან 18:30 საათამდე - სოფლებს სულდა, კარწახი, დადეში, ბოზალი, მიასნიკიანი, ფილიპოვკა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |