სიახლეები
ახალციხეში, პატარებისთვის საშობაო კონცერტი და სპექტაკლი გაიმართება
შობის დღესასწუალთან დაკავშირებით პატარებისთვის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „სამი გოჭი“და საშობაო კონცერტი გაიმართება.

სპექტაკლზე დასწრება 13:00 -14:00, ხოლო საშობაო კონცერტზე - 14:00 -15:30 არის შესაძლებელი. კონცერტი ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება.

კონცერტის შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა საშობაო მსვლელობის მონაწილეებთან, რომელიც ტრადიციულად უპოვართა დასახმარებლად იმართება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეალილოებს საჩუქრებს და ტკბილეულს გადასცემენ.
| Print |