სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

 

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილის, გვარამაძის, წმ. დავით და კონსტანტინეს, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ ღრელში. 11:30-დან 18:00 საათამდე - სოფლებს კლდე, წნისი.

12:00-დან 17:00 საათამდე - ბორჯომის რაიონის სოფლებს ცემი, მზეთამზე, ტბა, წაღვერი, ლიბანი, პატარა მიტარბი, ტიმოთესუბანი, ციხისჯვარი, მიტარბი, დაბა.

12:00-დან 17:30 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეშტია, ოროჯალარი, თორია, ყაურმა, უჩმანა, სათხა. 14:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებს დიდი და პატარა არაქალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

| Print |