სიახლეები
სომხეთში ვაჰგნ ჩახალიანი დააკავეს
სომხეთში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჯავახკის“ ხელმძღვანელი, ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, უფლებადამცველი რუბენ მელიქიანი ავრცელებს

„ცენტრალური სასამართლოს შენობასთან, პოლიციის საუკეთესო ტრადიციებში, ძალის გამოყენებით დააკავეს ვააგნ ჩახალიანი (სავარაუდოდ, კვლავ ადმინისტრაციული პატიმრობა). 24 საათის განმავლობაში, უკვე მესამედ“.

ზუსტი ინფორმაცია, თუ რასთან არის დაკავშირებული ვაჰაგნ ჩახალიანის დაპატიმრება, ჯერჯერობით არ არსებობს. მისი მხარდამჭერი აქტივისტები ინციდენტს, მათ მიერ, რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირებენ. ისინი ევროპის საბჭოს „ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ხასიათის ძალადობისგან დაცვის“ კონვენციაზე ხელმოწერის საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადადებას ითხოვდნენ.

ჩახალიანი 2008 წელს, ჯავახეთში მასობრივი არეულობისა და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წელს ის ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა.
| Print |