სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)

 

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 13:30-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი ხანჩალი, დილითი, პატარა ხანჩალი, კატნატუ, აგრეთვე აბონენტებს ქ. ნინოწმინდაში თავისუფლების, ოვსეპაინის, შაუმიანის, სპანდარიანის, პუშკინის, რუსთაველის, ჩარენცას, წერეთლის, აივაზოვსკის, საიათნოვას, დუმბაძის, ტოლსტოის, აბოვიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

| Print |