სიახლეები
ბორჯომში ავარიის დროს დაშავებული ქალი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა
გუშინ, 1 აგვისტოს ბორჯომში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 12 ადამიანიდან, ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო. მგზავრმა, რომელიც თბილისი-ახალციხის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსიში იჯდა, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ეს ქალი დღე, 2 აგვისტოს, ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში, კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა.

ამჟამად, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას სამი პაციენტი აგრძელებს.

"ეს ქალი თბილისში გადაიყვანა კატასტროფის მედიცინამ. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. პატარა გოგონა კარგად არის. ტრავმატოლოგიური იყო ერთი პაციენტი და მას გაუკეთდა ოპერაცია. მეორე პაციენტიც ტრავმატოლოგიური იყო და ბარძაყი ჩაუსწორდა. ამჟამად 3 პაციენტია ჩვენთან" - აცხადებს ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ქირურგი დავით გუნდიშვილი.
| Print |
თეგები: ავარია / ბორჯომი /