სიახლეები
ახალციხეში, ბორჯომში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 05:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, თამარაშვილის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ნინოწმინდის, ადიგენის, ახალქალაქის და წალკის რაიონის სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ზარზმელის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ანდა, მინაძე, საფარა, ღრელი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში საკირე, ტაძრისი, დგვარი, დვირი და მიმდებარედ,

11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კოჩიო, ალათუმანი, პატარა სამსარი, აგანა, სირკვა და მიმდებარე სოფლებში,

14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |