სიახლეები
მომავალი დედები და კორონაპანდემია
კორონავირუსის პანდემიის დროს, ისევე როგორც თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლები, სამედიცინო დაწესებულებებიც ცდილობდნენ დისტანციურ რეჟიმში ემუშავათ.
პანდემიის დროს ექიმებთან უშუალო ვიზიტები შეამცირეს ფეხმძიმე ქალებმაც. რისკის გამო, ისინი საავადმყოფოებში მისვლისგან თავს მაქსიმალურად იკავებდნენ, ამიტომ კონსულტაციას მედიკოსებთან, ხშირ შემთხვევაში, დისტანციურად გადიოდნენ.

ამგვარ კონსულტაციას თან ახლდა გარკვეული პრობლემები, რადგან ფეხმძიმეს, ანალიზის ასაღებად, სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა იშვიათად, მაგრამ მაინც უწევდა.
გინეკოლოგების თქმით, ამ ეტაპზე, რთული პერიოდი უკვე დაძლეულია და მუშაობას თითქმის ძველი რეჟიმით აგრძელებენ.


| Print |