სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს 14:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში გოგაშენი, აზმანა, ოკამი, აფნია და მიმდებარე სოფლებში,

15:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, სააკაძის, წმინდა ნინოს, ვაჟა ფშაველას, რუსთაველის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე,

15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, ზანავი, რველი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |