სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. ბორჯომში რუსთაველის, თორის, აღმაშენებლის, ერეკლეს, ნიკოლაძის, გამარჯვების, გურამიშვილის, 9 აპრილის ქუჩებზე, სოფლებში ყვიბისი, რველი, ახალდაბა, ზანავი, კორტანეთი.

15:00-დან 16:00 საათამდე - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს საყუნეთი, ზიკილია, აგარა, გიორგიწმინდა, მუგარეთი, ფერსა, თისელი.

12:00-დან 18:30 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს არაგვა, გომანი, ბუღაშენი, ბალხო, ზაკვი, ტრკნა, კოთელია, ვაჩიანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |