სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ნოემბერს 07:00-დან 09:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში დიდველის, თრიალეთის, ცხრაწყაროს, გეოლოგების, 25-იანების, წაქაძის, კოხტის ძირის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში მიტარბი და დაბა,

07:00-დან 08:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბეჟანო,ჭიხარულა, მოლით, ბალანთა და მიმდებარე სოფლებში,

15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში პუშკინის, ერევნის, კარლ მარქსის, აღმაშენებლის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |