სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ბაკურიანში.

12:30-დან 17:00 საატამდე - აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, ერევნის, აღმაშენებლის, ერზრუმის, ჭავჭავაძის, თბილისის, მიასნიკიანას, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, მამწვარა, ყულალისი, პატარა გონდრიო.

13:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ასპინძაში ერეკლე II, გურამიშვილის, ვარძიის, ბესიკის, გოგებაშვილის, ცხრა აპრილის, სულხან-საბას, კლდიაშვილის, ერევნის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში დამალა, ოშორა, რუსთავი, იდუმალა, ოთა, ინდუსა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |