სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 13:30 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ბორჯომში ვაშლოვანის ქუცაზე და ყვიბისში.

12:00-დან 18:00 საათამდე - მომხმარებლებს აბასთუმანში.

12:00-დან 13:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფელბში ურაველი, მუსხი, ჭაჭარაქი, მინაძე, წყორძა, ანდრიაწმინდა, ახალშენი, ჭობარეთი.

12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ხეოთში.

11:30-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში.

12:00-დან 15:00 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს განძა, საღამო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |