სიახლეები
ახალციხეში, ბორჯომში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 თებერვალს 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, სვირი, ბოგა, ჭვინთა, ელიაწმინდა და მიმდებარე სოფლებში,

12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, თორია, ოროჯალარი, უჩმანა, ყაურმა და მიმდებარე სოფელბში,

13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, ჩუნჩხა და მიმდებარე სოფლებში,

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ლიკანში და ბორჯომში შანიძის, თამარ მეფის, ხანძთელის, რობაქიძის, რაზმაძის, მესხეთის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |