სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 თებერვალს 13:00-დან 16:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში რობაქიძის, თამარ მეფის, ხანძთელის, მერჩულეს და მიმდებარე ქუჩებზე,

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში ვარხანი, ბოლაჯური, უნწა, ენთელი, ხევაშენი, არალი, ქიქინეთი, საღრძე და მიმდებარე სოფლებში,

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, ოვსეპიანის, პუშკინის, ჩარენცას, წერეთლის, აივაზოვის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |