სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 თებერვალს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ასპინძის, კოსტავას, პეტრიწის, ხაშურის, საფარის, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში აღმაშენებლის, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნადირთმშენის, ცხრაწყაროს და მიმდებარე ქუჩებზე,

14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, ვარხანი, ბოლაჯური, ქვემო ენთელი, მლაშე, გომარო, ყარათუბანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |