სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება

11:30-დან 17:30 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. ახალციხეში რუსთაველის, ადიგენის, გიორგი ბრწყინვალის, ტაბიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ჭაჭარაქი, ღრელი, საძელი, მინაძე.

12:00-დან 14:00 საათამდე - მომხმარებლებს ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმურდო, ჩამძვრალა, კიროვაკანი, მურჯახეთი, ჩუნჩხა, მაჭატია.

15:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებს ვაჩიანი, ოკამი.

13:00-დან 16:00 საათამდე - ქ. ნინოწმინდაში თავისუფლების, ოვსეპიანის, სპანდარიანის, რუსთაველის, პუშკინის, საიათნოვას, მარჯანიშვილის, ბაღრამიანის და მიმდებარე ქუჩებს.

11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ფოკა, როდიონოვკა, ვლადიმიროვკა, ხულგუმო, ტამბოვკა, ასფარა, გორელოვკა.

16:00-დან 17:30 საათამდე - მომხმარებლებს ბაკურიანში კოხტის ძირში, წაქაძის, ცხრაწყაროს, 9 აპრილის, მთის ქუჩებზე, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლებში დიდი მიტარბი, მიტარბი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |