სიახლეები
საკრებულოს დეპუტატი საარჩევნო უბანზე ,,ჯერ საქართველოს" დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება
ახალციხის 37-ე ოლქის მე-14 უბანზე, აწყურში, ახალციხის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება მრეწველების თავმჯდომარე გიორგი ბეროშვილი ორგანიზაციიდან „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველო“ (დამკვირვებელთა საერთო რაოდენობა 2338) დამკვირვებლის სტატუსით იყო რეგისტრირებული.

ეს კანონის მოთხოვნათა დარღვევაა, ვინაიდან საკრებულოს წევრს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ყოფნის უფლება არ აქვს. 

ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო ავრცელებს.
| Print |