სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში აღმაშენებლის, ნადირთმშენის, ცხრაწყაროს, დიდველის მიმდებარედ, ანდეზიტის და მიმდებარე ტერიტორიაზე;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ზარზმელის, ჩოლოყაშვილის და გამსახურდიას ქუჩებზე და ახალციხის რაიონის სოფლებში ანდა, მინაძე, ყულალისი, ღრელი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, ზანავი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში განძა, ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კიროვაკანი, ჩამდურა, მაჯადია და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |