სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორ ნოემბერს 07:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წინუბანი, თისელი, ტყემლანა, გურკელი, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში;


12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ჭობისხევი და დვირი;


12:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში თავისუფლების, აღმაშენებლის, მაშტოცის, თუმანიანის, მიასნიკიანის და მიმდებარე ქუჩებზე;


12:30-დან 18:20 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში კლდე და მიმდებარე სოფლებში.


სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |