სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს 08:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ჭობისხევი, ჩითახევი, დვირი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, მამწვარა, ყულალისი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კუმურდო, დადეში, ჩამდურა, ოკამი, პტენა, დავნია, მიასნიკიანი და მიმდებარე სოფლებში;

13:45-დან 16:15 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში კლდე, წნისი, გიორგიწმინდა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |