სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 17:30 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში დილისკა, კუმურდო, დადეში, ოკამი, ჩამდურა, სულდა და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 17:30 საათამდე - აბონენტებს ქ. ნინოწმინდაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეშტია, ვაჩიანი, სათხა, დიდი ხანჩალი, გორელოვკა, დილითი, ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, ოროჯალარი, კარწახი, დიდი არაქალი, პატარა ხანჩალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |