სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 იანვარს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში რუსთაველის, გამარჯვების, ბესიკის, ინაურის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:30-დან 14:30 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, არალი, ვარხანი, ენთელი, ხევაშენი, მლაშე, ყარათუბანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |