სიახლეები
ახალციხესა და ადიგენში ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 იანვარს 16:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვალესა და ნაოხრებში. ასევე, დენი გაითიშება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |