სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აპრილს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში ადიგენის, გიორგი ბრწყინვალეს, აღმაშენებლის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეშტია, დიდი ხანჩალი, გორელოვკა, ჯიგრაშენი, ოროჯალარი და მიმდებარე სოფლებში;

14:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში დილისკა, ვაჩიანი, კარწახი, ჩამდურა, დადეში, ჩუნჩხა და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუნეთ, ზიკილია, გიორგიწმინდა, თისელი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |