სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივნისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, სააკაძის, რობაქიძის, ფიროსმანის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სათხა, არაქალი, ოროჯალარი, თორია, ყაურმა, უჩმანა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, მურჯახეთი, მაჯადია, ჩუნჩხა, კორხი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვილისი, პატარა პამაჯი, ხაკი, ყულალისი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში 9 აპრილის, გვარამაძის, საფარის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე;

17:50-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყვიბისი, რველი, კორტანეთი, ზანავი, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |