სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება(R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს 06:30-დან 08:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში კოსტავას, რუსთაველის, დიდიმამიშვილის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე; აგრეთვე სოფლებში კლდე, წნისი, ჭაჭარაქი, საძელი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, სააკაძის, რუსთაველის, წმინდა ნინოს, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |