სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში შუქი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივლისს 06:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს აბასთუმანში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ტაბიძის, გიორგი ბრწყინვალეს, აღმაშენებლის, 9 აპრილის, ჯაყელის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯიგრაშენი, მამწვარა, გონდრიო, ყულალისი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში სულდა, კარწახი, დადეში, მიასნიკიანი, ფილიპოვკა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში;

12:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში რაზმაძის, მესხეთის, გოგებაშვილის, ხანძთელის, 9 აპრილის, ვეფხვაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |