სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია შეიზღუდება(R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:30 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოთელია, ბარალეთი, ბალხო.

11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქში აღმაშენებლის, თავისუფლების, ნალბანდიანის, თუმანიანის, დემირჩიანის, მიასნიკიანის, სანაპიროს, თამარ მეფის, ჯავახეთის, დარბინიანის, ნაზარეტიანის, აგამალიანის, კნუნიანცის, მაშტოცის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |