5 ოქტომბერს ელექტროენერგია გაითიშება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ოქტომბერს
11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში დიდველის, აღმაშენებლის, ცხრაწყაროს, წაქაძის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში ხანძთელის, რობაქიძის, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე;
14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში ვარხანი, ქვემო ენთელი, აბასთუმანაი, ქიქინეთი, ფხერო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.