სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 14:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს დაბა ასპინძაში რუსთაველის, ერეკლე II, მესხეთის, ვარძიის, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, ტაბიძის, დ.ცინაძის, დედაენის, თამარ მეფის ქუჩებზე.

14:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ქ. ახალციხეში ასპინძის, კოსტავას, ვარძიის, 9 აპრილის, რუსთაველის, თამარაშვილის, სააკაძის, პეტრიწის, საფარის, ხაშურის, მარჯანიშვილის, წმ. დავით და კონსტანტინეს, სარაჯიშვილის, კეცხოველის, თამარ მეფის, ზარზმელის, დიდიმამიშვილის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |