სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო პირველ მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 16:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძველი, ჭობარეთი, ივერია, საყუდაბელი, ორგორა, ერკოტა, ღობიეთი.

13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ადიგენში ალექსანდრე ზაზაშვილის, თორნიკე ერისთავის, ვაჟა ფშაველას, თამარ მეფის, გოგებაშვილის, მესხეთის, დევი ჩადუნელის, წერეთლის, ოთარ გიგოლაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ლელოვანი, ყარათუბანი, იჯარეთი, გორგული, ამხერი, ჩორჩანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |