სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 16:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყრუთი, სვირი, წირა, ანი, ჭვინთა, ბოგა, ელიაწმინდა, ტატანისი, მიქელწმინდა.

14:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში ახალციხეში ასპინძის, კოსტავას, 9 აპრილის, რუსთაველის, თამარაშვილის, ვარძიის, სააკაძის, პეტრიწის, საფარის, ხაშურის, წმ. დავით და კონსტანტინეს, მარჯანიშვილის, სარაჯიშვილის, კეცხოველის, თამარ მეფის, ზარზმელის, დიდიმამიშვილის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |