სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 16:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, წინუბანი, ტყემლანა, თისელი, გურკელი, წრიოხი, მუგარეთი, მინაძე.

12:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვა, გომანი, ბუღაშენი, ბალხო, ზაკვი, ტრკნა, კოთელია, ვაჩიანი.

14:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოშორა, ოთა, იდუმალა.

14:00-დან 14:30 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს დაბა ასპინძაში ერეკლე II, გურამიშვილის, ვარძიის, ბესიკის, გოგებაშვილის, ცხრა აპრილის, სულხან-საბას, აღმაშენებლის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში დამალა, იდუმალა, ინდუსა, ძველი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |