სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 09:00-დან 18:30 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ქ. ბორჯომში შანიძის, თამარ მეფის, ნინოშვილის, ხანძთელის, რობაქიძის, გიორგი მერჩულეს და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-დან 16:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, რველი, კორტანეთი, ბეშეთი.

11:40-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში ადიგენის, აღმაშენებლის, ივ.ახალციხელის ქუჩებზე, სოფელ კლდეში, ახალციხე-ბორჯომის გზატკეცილზე.

14:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვარხანი, ბოლაჯური, აბასთუმანი, ქვემო ენთელი, წახანი, ხევაშენი, უნწა, ბენარა, პატარა სმადა, შოლავერი, ზემო ენთელი, ქიქინეთი, ხარჯამი, ფხერო, შოყა, ნაქურდევი, საღრძე, არალი, ღორძე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |