გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება
11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყრუთი, ანი, ელიაწმინდა, მიქელწმინდა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანში.
11:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ქ. ბორჯომში მესხეთის, რაზმაძის, გოგებაშვილის ქუჩებზე. 16:00-დან 17:30 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.