სიახლეები
რუსული კომპანიები ქართულ ტენდერებში
2012 წლიდან დღემდე რუსულმა კომპანიებმა საქართველოს ბიუჯეტიდან 159 მილიონი ლარი მიიღეს. ქართული სახელმწიფო სამსახურების ნაწილი მათ პირდაპირ უფორმებს ხელშეკრულებას, ნაწილი კი ტენდერის გზით იმარჯვებს.

“აი, ფაქტმა” საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა იმ კომპანიების სია, რომლებსაც რუსეთში დაფუძნებული ორგანიზაციები ფლობენ. ასეთი სულ 194 იურიდიული პირია. მათგან 33 კი ჩვენს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაშიც აქტიურია.

,,2012 წლიდან დღემდე რუსულ კომპანიებთან 213 ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან 43 პირდაპირი შერჩევის გზით, ანუ კონკურსის გარეშე.

საჯარო სამსახურები რუსული კომპანიებისგან, ძირითადად, სამშენებლო სამუშაოებს ყიდულობენ. 213 გაფორმებული ხელშეკრულებიდან 158 სწორედ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ეხება. საერთო ჯამში, ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან დახარჯულია 157.7 მილიონი ლარი.

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რუსული კომპანიების ფილიალები მილიონობით ლარს იღებენ. შემდეგ კი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არასათანადოდ ასრულებენ და საქმესაც ისე აკეთებენ, რომ მალევე თავიდან გასაკეთებელი გახდეს.

განსაკუთრებული აქტიურობით რუსული კომპანიების ფილიალები მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში გამოირჩევიან. მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხიც მარტივად შესაფასებელია, როცა საქმე შენობის რემონტს ანდა გზის შეკეთებას ეხება ხოლმე.

თუმცა, აქ სხვა ამბავზე გვინდა მოგიყვეთ, რაც საჯარო მოხელეებსაც აწუხებთ.

ამ ამბის მთავარი გმირი მალხაზ ლომსაძეა, რომელიც რუსეთში კომპანიებს ფლობს და იქაური მოქალაქეობაც აქვს. მან გადაწყვიტა, რომ ქართულ ბაზარზეც შემოსულიყო და 2016 წელს აქ ფილიალების გახსნა დაიწყო. „ნიკარემსტროი“ და „რეკონსტრუქცია XXI“ დააფუძნა, შემდეგ საჭიროების მიხედვით კიდევ სხვა კომპანიები შექმნა.

თუმცა, ამ შემთხვევაში აქცენტი უშუალოდ „ნიკარემსტროისა“ და „რეკონსტრუქცია XXI“-ზე გვექნება, რადგან მათგან ფული რუსეთის ბიუჯეტში ირიცხება. კომპანია სწორედ რუსეთში იხდის სხვადასხვა ტიპის გადასახადებს, შესაბამისად, ჩვენი ბიუჯეტიდან მიღებული ფულის რაღაც ნაწილიც ოკუპანტი ქვეყნის ხაზინაში ხვდება.

ლომსაძის კომპანიები მხოლოდ მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობენ.

2017 წლის ივნისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლომსაძე თიანეთის მთავრობის წევრებთან თაღლითური გარიგების გამო დააკავა. ლომსაძის კომპანიას, „ნიკარემსტროის“ თიანეთის სოფლებში საბავშვო ბაღები უნდა გაერემონტებინა. სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, მთავრობის წარმომადგენლებმა კი ყველაფერი ჩაიბარეს და თავი ისე მოაჩვენეს, რომ ყველაფერი ხარისხიანად იყო შესრულებული. ლომსაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 123 ათასი ლარი გადაიხადა.

ამის შემდეგ ლომსაძემ ტენდერებში მონაწილეობა კვლავ განაგრძო. უმეტეს შემთხვევაში ისევ „ნიკარემსტროის“ სახელით შეჰქონდა განაცხადი და იგებდა კიდეც.

ალბათ გახსოვთ, ზესტაფონში ცენტრალურ მოედანზე მუშები რომ დაგებულ ფილებს ყრიდნენ. ეს სამუშაოებიც „ნიკარემსტროიმ“ შეასრულა. ზესტაფონის მთავრობაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა და მუშები ამიტომ ყრიდნენ ფილებს. მოგვიანებით მოედნის შერემონტებისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდა.

„ნიკარემსტროისა“ და „რეკონსტრუქცია XXI-ს“ საშუალებით ლომსაძე, წლებია, ტენდერებს ბორჯომშიც იგებს. ქალაქის ვიცე-მერმა, ჯუმბერ ბერიძემ გვითხრა, რომ კომპანია სისხლს უშრობთ, სულ ვადებში წელავს სამუშაოებს, მუდმივი კონტროლი სჭირდება და ხარისხზეც დიდად თავს ვერ დადებენ.

„ბოლო ტენდერში სულ ვლოცულობდით, რომ არ შემოეტანა ამ კომპანიას განაცხადი, რადგან ვიცოდით, რა პრობლემებიც მოყვებოდა ამ ამბავს,“ – გვეუბნება ბერიძე, რომელიც თან ამ კომპანიის მიერ ბორჯომში შესრულებულ სამუშაოებსგვათვალიერებინებდა.

ბერიძეს ვკითხეთ, რატომ ირჩევენ კომპანიას, რომელსაც ცუდი რეპუტაცია აქვს? „სხვა გზა არ გვაქვს, ტენდერი საჯაროა და მონაწილეობა ყველას შეუძლია. ვინც დააფიქსირებს განაცხადს, ჩვენც იქედან უნდა ავირჩიოთ,“ – გვეუბნება ბორჯომის ვიცე-მერი.

სატენდერო კანონმდებლობა მართლაც ასეა მოწყობილი, რომ ტენდერში იმას ენიჭება უპირატესობა, ვინც ყველაზე ნაკლებ თანხას დაასახელებს. რუსული კომპანიებისთვის კი, რახან ხარისხი ნაკლებმნიშვნელოვანია, თანხასაც მინიმალურს ასახელებენ.

გარდა დაბალი ფასისა, ტენდერში ყურადღება კომპანიის გამოცდილებასაც ექცევა ხოლმე. თუმცა, შავი ხვრელი აქაც არსებობს. ლომსაძის მაგალითი უკეთ გაჩვენებთ ამ ამბის ფიქტიურობას.

როცა ლომსაძემ საქართველოში კომპანიები გახსნა, რასაკვირველია, გამოცდილება არ ჰქონდა. ამიტომ გამოიყენა რუსეთში გაფორმებული ხელშეკრულებები. ოღონდ, რუსული კონტრაქტის ორივე მხარეს მისი კომპანიები იდგნენ. მაგალითად, შპს „გროსინვესტ კაპიტალი“ ხელშეკრულებას უფორმებს „ნიკარემსტროის“ მშენებლობის შესყიდვის მიზნით. ორივე კომპანიის წილის მფლობელი ლომსაძეა.

ქართველ-რუსი ბიზნესმენი ამ მეთოდს მიმართავდა ქართული ტენდერების უმრავლესობაში. თუმცა, ქართველი საჯარო მოხელეები მისგან არასდროს ითხოვდნენ დამატებით დოკუმენტაციას, მაგალითად საბანკო გადარიცხვების უწყისების, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ამ კომპანიებს შორის მართლაც შედგა ფინანსური გარიგება.


ლომსაძეს 4 კომპანია აქვს საქართველოში და ხან ერთით მონაწილეობს ტენდერებში, ხან მეორეთი. როცა ერთს რეპუტაცია შეელახება, სხვას აფუძნებს. საჯარო მოხელეები კი კომპანიის მფლობელის წარსულით დიდად არ ინტერესდებიან ხოლმე. მაგალითად, ბორჯომში არ იცოდნენ, რომ ლომსაძე სუს-მა 2017 წელს თაღლითობისთვის დააკავა.

საჯარო რეესტრს ვკითხეთ, რატომ არ უზღუდავენ ეკონომიკურ დანაშაულში ბრალდებულ პირს ახალი იურიდიული სუბიექტის რეგისტრაციის უფლებას. პასუხად მოგვწერეს, რომ „მათი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს “ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულში შემჩნეული პირის” მიერ ახალი სამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციის უფლების შეზღუდვას.“

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გავუგზავნეთ კითხვები, რადგან ინტერვიუზე თანხმობა ვერ მივიღეთ. ჩვენი კითხვები ეხებოდა კომპანიების შერჩევის პროცესში მათი გამოცდილების შესახებ უფრო მეტი ყურადღების გამახვილებას, დაბალი ფასისა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების საკითხს და რუსული კომპანიებისთვის ბიუჯეტიდან ფულის მიცემის ამბავს. კითხვები სრულად შეგიძლიათ ამ ბმულზე იპოვოთ.

ბიუჯეტიდან რუსული კომპანიებისთვის მიცემული ფულის ნაწილში საერთოდ არ გვიპასუხეს. ამ წერილიდან ვერც სხვა კითხვებზე მივიღეთ პასუხი. რუსული კომპანიების გამოცდილების გამოყენების ნაწილშიც კი, კითხვის მიმართულებას აცდნენ და სულ სხვა პასუხი გამომიგზავნეს. წერილი ვრცლად აქ ნახეთ და შეგიძლიათ, ჩემი კითხვები და მათი პასუხები შეადაროთ. მერე მიხვდებით, რატომ არ გვაძლევენ საჯარო მოხელეები ინტერვიუს და მხოლოდ წერილობითი პასუხით იძვრენენ თავს".
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 22 °C
img
ახალქალაქი 17 °C
img
ასპინძა 21 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 22 °C
img
თბილისი 28 °C
img
აბასთუმანი 18 °C
img
ბაკურიანი 15 °C
img
ნინოწმინდა 17 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitnahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscommariobetparibahisomegle livejojobetbahsegelgrandpashabetsahabetbahsegel