"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 17:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალციხეში ვარძიის, ასპინძის, სააკაძის, პეტრიწის, ხაშურის, მარჯანიშვილის, წმ. დავით და კონსტანტინეს, სარაჯიშვილის, რუსთაველის ქუჩებზე.
11:00-დან 12:30 საათამდე და 16:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში სერაპიონ ზარზმელის, ჩოლოყაშვილის, გამსახურდიას, საფარის, თამარაშვილის ქუჩებზე, სოფლებში ღრელი, ანდრიაწმინდა, ანდა, მინაძე, ურაველი, საფარა, ნავანები.
13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, თორია, ყაურმა, უჩმანა, სათხა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.