ახალციხის ზოგიერთ ქუჩაზე ელექტროენერგია შეიზღუდება(R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 დეკემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, ნათენაძის, სულხან საბას, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.