რეგიონი
ნინოწმინდაში ქარმა შენობებს სახურავი გადახადა

 

ნინოწმინდაში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი ახადა.

 

რადიო NOR-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს, რომელიც ეზოში იმყოფებოდა, ფასადიდან ჩამოვარდნილი ქვა მოხვდა და ხელი დაუზიანა. ქუჩაზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 

ქარმა ნინოწმინდაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დააზიანა.

 

| Print |