რეგიონი
ნინოწმინდაში ფერმერს თივა დაეწვა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხას მკვიდრს, ჟორა ბორბორიანს 220 თივის ტუკი დაეწვა. ინფორმაციას რადიო nor ავრცელებს.

შემთხვევა რვა ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. დაზარალებული ფერმერი ამბობს, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი მისთვის უჩნობია.

ცეცხლის ჩაქრობას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, თუმცა ფერმერის ზამთრისთვის მომარაგებული თივის გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

| Print |