რეგიონი
დიდთოვლობამ ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები ჩაკეტა

 

ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია. მერის მოადგილის არტავაზდ ტონონიანის თქმით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ცოტა ხნის წინ გაიხსნა ეშტია, კატნატუ, პატარა ხანჩალის გზები, ამ ეტაპზე იწმინდება სპასოვკა, ორლოვკა, სათხას მიმართულებით საავტომობილო გზა.

ჯერ კიდევ რჩება მსუბუქი ავტომოვილებით გადაადგილების პრობლემა. ზოგიერთ სოფლამდე მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებითაა შესაძლებებლი.

ნინოწმინდის მუნიციცპალიტეტის შემადგენლობაში 36 სოფელი შედის.

 


| Print |