რეგიონი
"აბასთუმანში ავტოსადგომი კვლავ პროექტირების პროცესშია" - მგფ

 

"მინდა, გაზაფხულიდან აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი“, - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2018 წლის შემოდგომაზე გააკეთა.

მაშინ ივანიშვილი ამბობდა, რომ აბასთუმანში უნდა აშენებულიყო მანქანების სადგომი. ამ დაპირების და აბასთუმნის ელექტრომობილების „ქალაქად შობის“ იდეის შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა და აბასთუმნის მოსახლეობისთვის არც ელექტრომობილები დაურიგებიათ და მეტიც, დაპირებული ავტოსადგომის მშენებლობა არც კი დაწყებულა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, აბასთუმანში სადგურისა და ღია ავტოსადგომის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები, ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში მიმდინარეობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა მუნიციპალური განვითარების ფონდს კითხვაზე, რა ეტაპზეა ავტოსადგომის მშენებლობა, 2020 წლის იანვარშიც იგივე პასუხი აქვს: „მიმდინარეობს საპროექტო გადაწყვეტაზე მუშაობა“.

პროექტის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იქ 1 000 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს, საიდანაც 200 ადგილი ელექტროავტომობილებისთვის იქნება გათვალისწინებული, რომლის შემოყვანა კურორტზე ასევე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა.

წყარო: bm.ge
| Print |