რეგიონი
„ფარავანი ჰესი“ დროებით გაჩერდა, მდინარის დონემ კი მოიმატა
ასპინძაში „ფარავანი ჰესმა“ მუშაობა რამდენიმე დღით შეაჩერა. ამის გამო, სოფელ ხერთვისში მდინარე ფარავნის დონემ მოიმატა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ წყლის კალაპოტის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, სოფელში ზოგიერთმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.


„ფარავენი ჰესის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მუშაობა სავარაუდოდ, სამი დღით შეაჩერეს. მიზეზი ქვესადგურ „ახალციხეში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. მენეჯერის თქმით, ქვესადგური მათ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ვერ იღებს, ამიტომ გაჩერება მოუწიათ. გრაფიკის თანახმად, ტექნიკური სამუშაოები 26 თებერვალს, საღამოს დასრულდება და ჰესიც მუშაობას ამის შემდეგ განაახლებს. გიორგი სამხარაძე ირწმუნება, რომ მდინარე ფარავნის დონის ცვლილება, მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.


| Print |