რეგიონი
ბორჯომის ტყეში ხანძარია
ლიკანში, 16სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის უკან ხანძარია. ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს წაეკიდა, შემდეგ კი ხეებზე გავრცელდა და ტყის მასივს მოედო. ძლიერი დაკვამლიანება მოსახლეობამ დაახლოებით, 16:00 საათზე შენიშნა. 

ტერიტორია სადაც ამ დროისთვის ხანძარია გავრცელებული, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს.

ადგილზე ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი მანქანა მუშაობს.

წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"
| Print |