რეგიონი
ვალეში გაზის ჩართვა ეტაპობრივად მოხდება - სოკარი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს მოსახლეობას ბუნებრივი აირი კვლავ არ მიეწოდება. ცენტრალური მილის დაზიანების გამო, 1 200-მდე აბონენტს გაზი ავარიულად გუშინ, ცხრა მარტს, 21:00 საათზე შეუწყდა.

კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლების თქმით, სამუშოები გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

„დაზიანება საკმაოდ სერიოზულია. დღეს დაახლოებით, 16:00 საათიდან დაიწყება აღდგენა. რამდენიც შესაძლებელი იქნება, იმდენი აბონენტის ჩართვა მოხდება. სრულად მიწოდება ხვალ საღამოდან აღდგება. დაზიანება ისეთია, მალე ვერ მოგვარდება“, - გვითხრეს კომპანიის პრესსამსახურში.

 

| Print |