რეგიონი
ახალქალაქის რამდენიმე სოფელში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

 

დღეს, 12 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა. განადგურებულია ნათესები, ჩითილები, დახოცილია შინაური ფრინველი.

"სიმინდი, ლობიო, აღარ არსებობს, კარტოფილის ნათესებიც კი გაანადგურა, ჩითილებზე ლაპარაკიც არ არის. რა ეშველება გლეხს, რომელსაც სეტყვამ მთელი წლის სარჩო გამოაცალა ხელიდან", - გვითხრეს სოფელ ოკამში.

ახალქალაქის მერის მოადგილის, არმენ მარანგოზიანის თქმით, ოკამის გარდა, მოსავალი გაუმადგურდათ სოფლებში გოგაშენი, ვაჩიანი გოკიო. ზუსტი ინფორმაცია მერიას ხვალ, 13 ივნისს ექნება.

 

| Print |
თეგები: სეტყვა /