რეგიონი
აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - შსს

 

აბასთუმანში, ტყეში გაჩენილი ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსეობს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კურორტზე სიტუაცია კონტროლს ექვდებარება. ამჟამად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. იმის გამო რომ ადგილი სახანძრო მანქანებისთვის მიუდგომელია, ცეცხლის კერებთან მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება რომ აბასთუმანში, ტყის მასივში შეინიშნებიდა დაკვამლიანება. ადგილზე მივიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. მათ ადგილზე დახვდათ წიწვოვანი ტყის ხანძარი.

მოკლე დროში მოხდა ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე ქვემო ქართლიდან",
- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ხანძარი აბასთუმანში დღეს, 13 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე გაჩნდა.

 

| Print |