რეგიონი
ყარაბაღში ახალქალაქელი ჯარისკაცი გარდაიცვალა
ახალქალაქის სოფელ არაგვას მკვიდრი, 35 წლის ვალენტინ ბურნუსუზიანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა. თანასოფლელების თქმით, ის სატანკო ბატალიონის მეთაური იყო.

ვალენტინმა სოფელი სკოლის დასრულებისთანავე დატოვა და სომხეთში სამხედრო კარიერა მოიწყო.

არაგვაში ამბობენ, რომ ყარაბაღში ჯავახეთის ხუთი მკვიდრია გარდაცვლილი.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მსხვერპლია როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხარეს.
| Print |